ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის ზრდაზე აკეთებს აქცენტს. ამის შესახებ მან პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მგზავრთნაკადის ზრდის გამო თბილისისა და ქუთაისის აეროპორტები გაიჭედა.
“როცა ვუყურებთ ავიაციას, როგორც ტრანსპორტის საშუალებას, ვხედავთ, რომ გაიჭედა ჩვენი აეროპორტები. ჩვენ გვაქვს სასწაული ზრდა, მგზავრებისა და ტურიზმის გამო. გაიჭედა ბათუმის აეროპორტიც, თბილისის აეროპორტიც. ჩვენ ვასრულებთ ახლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას 2019 წელს, საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და კოპიტნარი იქნება 4-ჯერ უფრო მძლავრი, ვიდრე იყო. თბილისსა და ბათუმზე ვფიქრობთ, როგორ გავშალოთ.
გვაქვს სამოქალაქო ავიაციაში მთელი რიგი კომპანიები, რომლებიც შემოდიან და პირდაპირი რეისები უნდათ, რომ დანერგონ საქართველოში, რაც დაგვეხმარება როგორც გადაზიდვებში, ასევე ტურისტების შემოყვანაში”,- აცხადებს გიორგი ქობულია.

























