მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაირკვა, რომ უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა სისულელე იყო - ირაკლი კობახიძე

6497f4fc296b1
ვიქტორია მღებრიშვილი
25.06.23 12:02
737
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა და საზღვრების ჩაკეტვა სისულელე იქნებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ უსაფრთხოების საბჭოს მოწოდების საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ ისიც აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობა იღებს.

„რაც შეეხება უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას, საზღვრების ჩაკეტვას და ა.შ. გუშინ უკვე გვიან გაირკვა, რომ ეს ყველაფერი სისულელე იყო. სისულელე და მეტი არაფერი, მაგრამ ამ სისულელეს ამბობდა ადამიანი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ჰქვია. პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერი: "ნაცები“, "ევრონაცები“, ხაზარაძე, გახარია, "გირჩელები“ და სხვები, ამ უბრალო სისულელეს ამბობდნენ, რაც დამტკიცდა, რომ სისულელე იყო. მსოფლიოში უსაფრთხოების და უშიშროების საბჭო არავის მოუწვევია, სისულელე იყო უსაფრთხოების საბჭოს მოწვევა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთში წარიმართა.

პრეზიდენტს აქვს კონკრეტული კომპეტენციები და პრეზიდენტმა მეხუთე წელს მაინც უნდა გააცნობიეროს, რომ ეს საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც გადაწყვეტილების მიღებაზე უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი არა პრეზიდენტი, არამედ მთავრობაა“, - განაცხადა კობახიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები