მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიცანით Horsetours, რომელმაც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შეთავაზებით ისარგებლა

საქბანკი
31.05.24 16:23
250
სტატიაში საუბარია:

დიდი ხანია, რაც მცირე თუ დიდ ბიზნესებს საქართველოს ბანკი სხვადასხვა პროგრამითა და შეთავაზებით მხარს უჭერს. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკსა და ბიზნეს მობილბანკში, რომლებიც ბიზნესის სამართავად ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული პლატფორმებია, მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის შეთავაზებები მუდმივად ხვდებათ, რაც განსაკუთრებულ პირობებსა და ფასდაკლებებს გულისხმობს. ბიზნეს ასოციაცია SMEDA-თან პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში ახალი შეთავაზება გამოჩნდა: SMEDA-ს ბიზნეს კლუბის — Starta Business Club-ის წევრები Ads მენეჯერში შექმნილ შეთავაზებაზე 30%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ.

SMEDA, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პირველი ციფრული ასოციაციაა საქართველოში, სხვადასხვა პროგრამითა და ინიციატივით ბიზნესებს განვითარებაში ეხმარება. საქართველოს ბანკთან ერთად შექმნილი შეთავაზება კი, ბიზნესებს მომხმარებელთა უფრო დიდ სეგმენტთან წვდომის საშუალებას აძლევს. საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, დამატებითი Plus ქულები, ქეშბექი) ჯამში 1,4 მილიონზე მეტი ადამიანისთვის თქვენი ბიზნესის გაცნობას გულისხმობს.

Horsetours-მა, რომელიც ცხენოსნობის მოყვარულებს მრავალფეროვან ტურებს სთავაზობს, Ads მენეჯერის ახალი შეთავაზებით უკვე ისარგებლა. Horsetours ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და პანდემიის პერიოდის გამოწვევების მიუხედავად, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარულ ონლაინ პლატფორმად იქცა. თუ რას სთავაზობს დღეს Horsetours მომხმარებლებს და როგორია საქართველოს ბანკის როლი ბიზნესის მართვაში, Horsetours-ის დამფუძნებელი, ანა ნადირაძე, გვესაუბრა.

"Horsetours საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციური გადაწყვეტაა. ეს არის მარკეტფლეისი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს, მათ შორის საათობრივ, ერთდღიან და მრავალდღიან ტურებს არა მხოლოდ საქართველოს გარშემო, არამედ უკვე ყირგიზეთშიც. მომხმარებელს შეუძლია, მარტივად იპოვოს თავისთვის შესაბამისი და სასურველი ტური და დაჯავშნოს ონლაინ. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ დაუვიწყარი თავგადასავლებით, ჩაერთონ განსხვავებულ გამოცდილებაში და მოინახულონ უნიკალური და ისტორიული ადგილები ცხენთან ერთად", - ამბობს ანა ნადირაძე.

Horsetours-ის ვებგვერდის გაშვებისას გადახდების დამატება გახდა საჭირო, რისთვისაც ანამ საქართველოს ბანკი აირჩია. ამის მიზეზი კი ის უპირატესობები გახდა, რომლებსაც საქართველოს ბანკი დამწყებ ბიზნესებს სთავაზობს.

"საიტის გამართვის შემდგომ სწრაფადვე დავაინტეგრირეთ გადახდები. საქართველოს ბანკი ავირჩიეთ სხვადასხვა მიზეზის გამო: პირველი მნიშვნელოვანი მიზეზი იყო American Express-ის ბარათის გამოყენება, რომლის ექსკლუზივიც საქართველოს ბანკს აქვს. ასევე, საქართველოს ბანკი ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უცხოური ბარათების მიღებაც, რადგან ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა სწორედ უცხოელები არიან. გარდა ამისა, საქართველოს ბანკის ტექნიკური გუნდიც საკმაოდ სწრაფად რეაგირებს გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იყო დახვეწილი ბიზნეს მობილბანკი ტრანზაქციების სწრაფად და მარტივად განსახორციელებლად.

საქართველოს ბანკი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ბიზნესის განვითარებაში, რადგან საბანკო გადახდებს და განსაკუთრებით, უცხოური ბარათებით გადახდებს ჩვენს პლატფორმაზე დიდი წილი უჭირავს. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მუდმივად საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს. ერთ-ერთი იყო B2B ფორუმი, რომლის მეშვეობითაც მოვიზიდეთ პარტნიორებიც და მომხმარებლებიც. ასევე, მნიშვნელოვანია ახალი Ads Manager, რომლითაც ახლა ვსარგებლობთ და ვცდილობთ, ეს მხარდაჭერაც მაქსიმალურად ავითვისოთ", - აღნიშნავს ანა ნადირაძე.

Horsetours ერთ-ერთი პირველი ბიზნესია, რომელმაც საქართველოს ბანკის Ads მენეჯერში 30%-იანი თანადაფინანსებით მომხმარებლებისთვის შეთავაზება შექმნა. თანადაფინანსების პირობები ასეთია: მაგალითად, თუ ბიზნესი შექმნის 50%-იან ქეშბექს და მომხმარებლებისთვის დასაბრუნებელი ექნება ჯამურად, შეთავაზების ფარგლებში - 1000 ლარი, ხარჯის 30%-ს აუნაზღაურებს საქართველოს ბანკი. თანადაფინანსების მაქსიმალური ლიმიტი 500 ლარია.

"ვფიქრობ, Startup-მა ყველა შანსი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ თუნდაც დამატებით ერთმა ადამიანმაც გაიგოს მათ შესახებ. სიახლეებისა და ფასდაკლებების შეთავაზება კი საუკეთესო შანსია, მოიზიდო მომხმარებელი და ჩართო შენს გამოცდილებაში", - ამბობს ანა ნადირაძე.

თუ შენი ბიზნესისთვის Ads მენეჯერში შეთავაზების შექმნა გსურს, ზუსტ ინსტრუქციას აქ ნახავ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები