მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაიცანით მსოფლიოში ყველაზე სწრაფი და ინოვაციური სპორტული ბაგი - Maverick R 2024 უკვე TRANSPORTER-ში!

TRANSPORTER
27.12.23 18:29
4175

240 ცხენის ძალა, 7 სიჩქარიანი ავტომატური გადამრთველი და გაზრდილი, 17 დიუმიანი Ground Clearance მცირედია იმ ტექნიკურ მაჩვენებელთა ჩამონათვალში, რომელთა გამოც 2024 წლის Can-AM Maverick R ოფროუდ ინდუსტრიას დრამატულად ცვლის.

BRP-ის Maverick R მსოფლიოში ყველაზე მაღალი გამავლობის ბაგის ტიპის ავტომობილია, რომელიც ოფროუდერებს ნებისმიერი სირთულის გზის, თოვლის, ტალახისა თუ უდაბნოს პირობების დაძლევის საშუალება აძლევს. გაუმჯობესებული ძრავითა და შეცვლილი დიზაინით Maverick-ს ნებისმიერი წინაღობის დაძლევა შეუძლია.

Bombardier Recreational Products რეკრეაციული და ულიტარული სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი წამყვანი კანადური კომპანიაა, რომელმაც Maverick R ოფროუდისთვის უმაღლესი გამავლობის, საუკეთესო ავტომობილად შექმნა. ინოვაციური დისპლეით, ნავიგაციის აპლიკაციითა და ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემით ნებისმიერი მძღოლი ავტომატურად შეიგრძნობს ბუნებასთან სიახლოვესა და ოფროუდის ექსტრემს.

BPR-ის სატრანსპორტო საშუალებისა და 2024 წლის Maverick R მოდელის შეძენა ექსკლუზიურად TRANSPORTER-ში, რეკრეაციული და მოტო ტექნიკის ამიერკავკასიაში უდიდეს ცენტრში, უკვე შეგიძლიათ. კომპანია ასევე საშუალებას იძლევა, ბაგისათვის განკუთვნილი 150-მდე დამატებითი აქსესუარიდან თქვენთვის სასურველი საკუთარ Maverick-ზეც განათავსოთ.

BRP სხვადასხვა მიმართულებებს აერთიანებს, ესენია: Ski-doo (თოვლმავლები), Can-Am (კვადროციკლები, ბაგის ტიპის ავტომობილები და ტრიციკლები), Sea-doo (წყლის სკუტერები), Lynx (თოვლმავლები), Evinrude (გარე ძრავები) და Rotax (შიდა ძრავები). დღესდღეობით BRP-ის საწარმოო დანადგარები ხუთ ქვეყანაში აქვს: კანადა, აშშ, მექსიკა, ფინეთი და ავსტრია. კომპანიის პროდუქცია კი 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება.

კომპანია “ტრანსპორტერი” 2015 წლიდან წარმოადგენს BRP-ის ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ზემოხსენებულ ტექნიკას, ასევე სათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს, საცხებ-საპოხ მასალებს და მულტიბრენდულ სერვისცენტრს.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები