PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2024 წლის მარტში, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თვიური ხელფასის სახით 9 600 ლარს ან მეტს იღებდნენ.
უფრო დეტალურად, მარტში, 9 600 ლარის ან მეტი ანაზღაურების მქონე ადამიანების რაოდენობა მთლიანი დასაქმებულების 2.1%-ს შეადგენდა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება სხვა სახელფასო კატეგორიებს, იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებიც 2 400 ლარს ან მეტ ხელფასს იღებდნენ - 25% შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.4 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.
საპირისპიროდ, შემცირდა 600 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანის რაოდენობა. მარტის მონაცემებით, 600 ლარამდე ხელფასს დასაქმებულების 16% იღებდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.7%-ით, ხოლო 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8%-ით არის გაზრდილი.