საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი ამჟამად 60%-ია, ეს რიცხვი ორი კვირის წინ 65% იყო, ხოლო იანვრის დასაწყისში 37% - ასეთია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკა. როგორია მოთხოვნა და ფასები კოვიდით ინფიცირებისგან თავის დამცავ ერთ-ერთ საშუალებად მიჩნეულ პირბადეზე ამის გარკვევას “საქმიანი დილა” აფთიაქებში შეეცადა.