მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გაიზრდება თუ არა 2019 წელს თამბაქოზე აქციზი - ფინანსთა მინისტრის პასუხი

5bfcf40b67ee2
თელარა გელანტია
27.11.18 11:36
1325
2019 წლიდან, შესაძლოა, თამბაქოზე აქციზი კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმაცია bm.ge-ის წყარომ მიაწოდა.

გამომდინარე იქიდან, რომ წლის ბოლომდე ერთი თვე რჩება და მთავრობას თამბაქოზე აქციზის ზრდაზე საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, ინფორმაციის გადამოწმება bm.ge-მ ფინანსთა მინისტრთან სცადა.

კითხვას - იზრდება თუ არა თამბაქოზე აქციზი, ვანო მაჭავარიანმა შემდეგი პასუხი გასცა:

"ჩვენ რაღაც საკითხებზე ვმუშაობთ. ამ ეტაპზე არანაირი კონკრეტული ინფორმაციის თქმა არ შემიძლია. როგორც კი, მეტი გვეცოდინება... ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, გადასახადის ნებისმიერ ცვლილებას აუცილებლად ვათანხმებთ მათთან და თუ რაიმე ცვლილება იქნება, იქნება სასიკეთოდ", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები