მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაჯერებული თბილისი და ბრძოლა რეგიონებისთვის - სადაც ვითარდება FMCG ბაზარი?

საქართველოს FMCG სექტორი მასშტაბურ ტრანსფორმაციას გადის. „გალტ ენდ თაგარტის“ ბოლო მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში ბაზრის მოცულობამ 13.1 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც 11%-იან ზრდას ნიშნავს. ამ ზრდის მთავარი ძრავა ორგანიზებული, ბრენდული ქსელებია, რომლებიც ბაზრის უკვე 41%-ს აკონტროლებენ. რიგი მიმართულებით ბაზარზე ფუნდამენტური გარდატეხა შეინიშნება:

  • პირველი თბილისის ბაზრის გაჯერება: თუკი წინა წლებში დედაქალაქში ახალი მარკეტების ბუმი იყო, 2026 წლის პირველ ნახევარში თბილისში მხოლოდ 41 ახალი ბრენდული მაღაზია გაიხსნა. ექსპერტების შეფასებით, თბილისში ექსპანსიის რესურსი პრაქტიკულად ამოიწურა. რიტეილერები სწრაფი გაფართოებიდან არსებული ობიექტების ეფექტიანობის გაზრდაზე გადადიან,
  • მეორე ეს გახლავთ მომხმარებლის ქცევის ცვლილება და დისქაუნთერების ეფექტი: 7%-იანი ინფლაციისა და გაზრდილი ფასების ფონზე, მომხმარებელმა ქცევა შეცვალა - ის აქტიურად ეძებს შედარებით იაფ, ბიუჯეტურ ალტერნატივას. ამ ტენდენციით ყველაზე მეტად ისეთმა „დისქაუნთერ“ ფორმატმა ისარგებლა, როგორიცაა „ორი ნაბიჯი“. კომპანიის გასაჯაროებული ფინანსური ანგარიშგებით, 2025 წელს „ორი ნაბიჯის“ შემოსავალი 22%-ით გაიზარდა და 1.63 მილიარდ ლარს მიაღწია, ხოლო წმინდა მოგებამ 66 მილიონი შეადგინა. კომპანიამ დედაქალაქში „ნიკორასაც“ გადაუსწრო და თბილისის ბაზრის 20.5%-იანი წილით პირველ ადგილზე დაწინაურდა.
  • ასევე არის მასშტაბის ეფექტი და მომწოდებლებზე დამოკიდებულება: „ორი ნაბიჯის“ მაგალითი კარგად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს დისქაუნთერის მოდელი — ლიმიტირებული ასორტიმენტი, 630-ზე მეტი მაღაზია და ექსკლუზიური შეთანხმებები. 2025 წელს კომპანიამ მომწოდებლებისგან 339 მილიონი ლარის ფასდათმობა მიიღო, რამაც მას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა დაბალი ფასები და ამავდროულად 18.05%-იანი საერთო მარჟა.
  • და მეოთხე ფუნდამენტური გარდატეხაა - ბრძოლა რეგიონებისთვის: რაკი თბილისში ადგილი შეზღუდულია, ქსელების ექსპანსიის ახალ ფრონტად რეგიონები იქცა. ვინც რეგიონულ ცენტრებში ქსელის გაფართოებას მოასწრებს და ლოგისტიკის გამართვას, ბაზრის ლიდერობას უახლოეს წლებში სწორედ ის ან ისინი მოიპოვებენ.

სტუმარი: გიორგი ხაბაშვილი - რითეილ ასოციაციის ხელმძღვანელი; გუდვილი, გენერალური დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები