მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გახარია საქართველოსთვის" ნათია თურნავას, ირაკლი ლექვინაძეს და გოგიტა თოდრაძეს "ფასების კომისიაზე" დაიბარებს

გახარია საქართველოსთვის

საპარლამენტო ოპოზიცია " გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში "ფასების კომისიაზე" ნათია თურნავას, ირაკლი ლექვინაძეს და გოგიტა თოდრაძეს "ფასების კომისიაზე" დაიბარებს - ამის შესახებ bm.ge-ს ინფორმაცია გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა გიორგი შარაშიძემ დაუდასტურა.

მისი თქმით, სრულყოფილი სურათის დადება მხოლოდ ბიზნეს სექტორის მოსმენით შეუძლებელია და უნდა მოხდეს ამ სამი უწყების ხელმძღვანელი პირების მოსმენა.

დეპუტატი ამბობს, რომ შესაბამისი წერილით პარტია კომისიას მომდევნო კვირაში მიმართავს.

"ჩვენ კომისიის შექმნის დღიდან ვამბობდით, რომ საკითხის სრულყოფილი შესწავლისთვის მხოლოდ ბიზნესიდან მიღებული ინფორმაცია არ არის საკმარისი. ეროვნული ბანკი, კონკურენციის სააგენტო, სტატისტიკის სამსახური, ამ ორგანოების ხელმძღვანელები უნდა მოვიდნენ "ფასების კომისიაზე" და განმარტონ მათ რა წილი პასუხისმგებლობა აქვთ. "ოცნება" ცდილობს ხალხს მოაჩვენოს ისე, რომ თითქოს ყველაფერი მხოლოდ ბიზნესის ბრალია.

ამ დრომდე, დღის წესრიგი იმგვარია, რომ მხოლოდ ბიზნესის სხვადასხვა სექტორებს და რგოლს ვუსმენთ.

თუ გვინდა სრულყოფილი სურათი დაიდოს უნდა მოვუსმინოთ მათ ვინც ფასების სტაბილურობაზე და ჯანსაღ კონკურენციაზეა პასუხისმგებელი. შესაბამისი წერილით კომისიას მომავალ კვირაში მივმართავთ. კომისიაზევე ვგეგმავთ გავაჟღეროთ ეს საკითხი", - განაცხადა შარაშიძემ.

დეპუტატის თქმით, ღია სხდომების მიღმა სამუშაო შეხვედრები არ ტარდება ან ტარდება ოპოზიციის გარეშე.

შარაშიძე ამბობს იმასაც, რომ მათი საპარლამენტო ჯგუფი დასკვნის დოკუმენტს ამზადებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები