მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში და ისწავლე აშშ-ში სრული დაფინანსებით - იაკობ დადვანის რჩევები

საქბანკი
08.07.24 13:22
454
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ახალგაზრდებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სურთ, საშუალებას აძლევს, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვონ. ეს კი აშშ-ში მათი სწავლისა და ცხოვრების ხარჯების სრულად დაფინანსებას გულისხმობს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკმა Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, გამარჯვებული სტიპენდიატები დაასახელა. მათ შორისაა იაკობ დადვანი, რომელიც აშშ-ში გამგზავრებამდე კონკურსის შესახებ თავის გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

შესაძლებლობა, ისწავლო აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში

"ფულბრაიტი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეულად კონკურენტული და პრესტიჟული პროგრამაა, აქედან გამომდინარე, გამარჯვებას არ ველოდი. შერჩევის პროცესიც საკმაოდ რთული და შრომატევადი იყო. საბოლოო ჯამში, გამარჯვებამდე რამდენიმეთვიანმა შრომამ მიმიყვანა. მახსოვს, კვირების განმავლობაში ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეერთიანებინა ჩემი ისტორია personal statement-ში, რომელიც ერთ დოკუმენტად იტყოდა ვინ ვარ და რატომ უნდა შემარჩიონ მე. ვფიქრობ, ნებისმიერ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატმა ზუსტად იცოდეს, რატომ სურს ფულბრაიტის კონკურსში მონაწილეობა და კონკრეტულად როგორ დაეხმარება აღნიშნული პროგრამა პიროვნულ, კარიერულ თუ აკადემიურ ზრდაში", - ამბობს იაკობ დადვანი.

იაკობის სწავლას Texas A&M-ის ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალობით აგრძელებს. ეს პროგრამა კი იმიტომ შეარჩია, რომ თავის აკადემიურ და კარიერულ გამოცდილებასთან პირდაპირ კავშირშია.

"ფულბრაიტის პროგრამა დამეხმარება, ჩემი წვლილი შევიტანო თავდაცვისა და უსაფრთხოების უწყებების განვითარებაში თანამედროვე და მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით. ვფიქრობ, ცოდნის გადაცემა და გაზიარება, ისევე როგორც მუდმივი განახლება, ამ პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოტივაციაზე გარემო ფაქტორები ხშირად მოქმედებს, შესაბამისად, თვითდისციპლინა და მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა ამ პროცესში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

დისციპლინა წარმატების მთავარი გასაღებია. ადამიანები შესაძლებლობებზე უარს ხშირად ამბობენ, როდესაც ისინი საკუთარ თავსა და ბედს არც კი სცდიან. მე კი სხვა ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ აუცილებლად სცადონ და საკუთარი შესაძლებლობები მოსინჯონ", - ამბობს იაკობი.

შესაძლებლობა, გახდე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია

იაკობს ახალი შესაძლებლობებისა და თავგადასავლის შანსი ხელიდან არ გაუშვია, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოს ბანკის სტიპენდიატი პირველივე ცდაზე გახდა. მალე ის აშშ-ში გაემგზავრება. როგორც თავად ამბობს, საქართველოს ბანკის სტიპენდია შესაძლებლობაა, რომელიც საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნაში დაეხმარება.

“საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ძირეულად შეცვლის იმ გარემო პირობებს, რომლებშიც განვითარების შესაძლებლობა მეძლევა. სტიპენდია მომცემს შანსს, გავიფართოო თვალსაწიერი, გავიღრმაო ცოდნა და შევისწავლო თანამედროვე ტენდენციები იმ კომპლექსური სპექტრიდან, რომელსაც წამყვანი უნივერსიტეტები გვთავაზობენ. საქართველოს ბანკის სტიპენდიატობა ფულბრაიტის პროგრამაში არის შანსი, რომელიც ხსნის შესაძლებლობების ფანჯარას და გვეხმარება, საკუთარი თავის გაცილებით უკეთესი ვერსია გავხდეთ", - აღნიშნავს იაკობი.

ყველაფერი იწყება მცდელობით...

თუ აშშ-ში სწავლის გაგრძელება თქვენი მიზანი და ოცნებაა, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობას მომავალ წელსაც შეძლებთ.

"ყველაფერი იწყება მცდელობით, რომელიც ქმნის სამომავლო შესაძლებლობებს“, - ამბობს იაკობი და მათ, ვისაც პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურთ, შემდეგ რჩევებს უზიარებს:

  • „აუცილებელია, კონკურსის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმების შევსებას დაუთმონ დრო და დარწმუნდნენ, რომ მათი personal statement და study objective არის როგორც უნიკალური, ასევე ავთენტური;
  • კონკურსანტებმა უნდა წარმოიდგინონ და შექმნან მათი ცხოვრების სრული წრე, რომლითაც personal statement-ში საკუთარ ისტორიას მოჰყვებიან და გამოკვეთენ პიროვნების უნიკალურ თვისებებს, სამომავლო ტრაექტორიასა და განათლების მიღების მიზანს;
  • სტიპენდიის გამოყენების შესახებ კი study objective-ში უნდა ისაუბრონ;
  • აპლიკაცია უნდა იყოს სრულ ჰარმონიაში და მიჰყვებოდეს წრეს, რომელზეც აღნიშნული აპლიკანტის ცხოვრება ტრიალებს.
  • გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აპლიკანტებმა დრო დაუთმონ GRE-სადა Toefl-თვის მომზადებას, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.
  • საბოლოოდ კი, კიდევ ერთხელ განვმეორდები და ვიტყვი, რომ ყველაფერი შესაძლებელია მცდელობისა და თვითდისციპლინის მეშვეობით".

თუ დაინტერესდით საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პროექტებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: CSR.BOG.GE

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები