კიბერთაღლითობის შემთხვევები გააქტიურდა და თაღლითები მომხმარებლების ფინანსურ მონაცემებსა და თანხებზე წვდომას ახალი სქემებით ცდილობენ. როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, განსაკუთრებით გააქტიურებულია ფიშინგის ისეთი შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს საფოსტო გზავნილთან დაკავშირებით მისდით შეტყობინება და მათ საეჭვო ბმულზე საბანკო მონაცემების შეყვანას სთხოვენ. ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს, რომ საქართველოში ბოლო წლებში კიბერდანაშაულის შემთხვევები მზარდია. ფიშინგის რა ახალი სქემებია გავრცელებული და როგორ უნდა დაიცვას თავი მომხმარებელმა.