მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაკვეთილები ეფექტიანი კანონმდებლობისთვის - რა პოტენციალი აქვს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიას?

63e61162ee319
BM.GE
10.02.23 13:37
744
“თამბაქოს ზიანის შემცირების შესახებ კარგი სიახლე არის ის, რომ ის ჯანდაცვის ხელშეწყობის ეფექტიანი ინსტრუმენტია”, - ამბობს პატრიკ ბაშამი, არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის ინსტიტუტი” ხელმძღვანელია და დეტალურად ამის შესახებ Tobacco Reporter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს.

როგორც ავტორი აღნიშნავს, რიგი გავლენიანი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციები თამბაქოს ზიანის შემცირების აქტიური მოწინააღმდეგეები არიან. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია კი ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ჯანმოს მიერ წარმოებული კამპანიების მიზანს ადგილობრივი მთავრობებისა და ქვეყნების საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის ისეთი გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა წარმოადგენს, რომლებიც თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის წინააღმდეგ არის მიმართული. ამ კამპანიებს კი მილიარდერი ფილანთროპი აფინანსებს.

მისივე განცხადებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკოსებიც კრიტიკულად არიან განწყობილნი აღნიშნული ტექნოლოგიის მიმართ და შესაბამისად, კრძალავენ ამ პროდუქტების მარკეტინგს, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ნიკოტინის შემცველ თამბაქოს ალტერნატიულ პროდუქტებს. უფრო მეტიც, მათ მხარს უჭერს მედიაც და ხშირად, პროდუქტებს ნეგატიურად აშუქებს.

“ეს არის გლობალური და ერთობლივი პოლიტიკური, ინსტიტუციონალური და მედია კრიტიციზმი იმის შესახებ, რომ პირველ რიგში, თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიები არაეფექტური და წარუმატებელია”, - წერს პატრიკ ბაშამი.

თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, ეს შეხედულებები სიმართლეს არ შეესაბამება. ზიანის შემცირების შესახებ არსებული კვლევები აჩვენებს, რომ ეს კრიტიკა უსაფუძვლოა. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს დაუპირისპირდეს საზოგადოებაში გავრცელებულ სკეპტიციზმს იმით, რომ მკითხველს მიაწოდოს სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია და დაანახოს კანონმდებლებს, პოლიტიკოსებსა თუ ჯანდაცვის ექსპერტებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო პოტენციალი.

შესაბამისად, პატრიკ ბაშამის მიზანია, ხელი შეუწყოს პოლიტიკოსებსა და კანონმდებლებს, მიიღონ პროგრესული გადაწყვეტილებები, რომელიც პოზიტიურ ზეგავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე.

თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია და მისი შედეგები

მსოფლიოში უკვე 70-მდე ქვეყანა აღიარებს თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგიის შესაძლო პოტენციალს, შესაბამისად, ხელს უწყობს მწეველებს, ჰქონდეთ წვდომა, სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობილ ინფორმაციაზე, რაც მათ ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის კონკრეტული გამოცდილება.

მაგალითად, ბაზარზე სნუსის გამოჩენამ საგრძნობლად შეუწყო ხელი შვედეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებას. ხოლო მას შემდეგ, რაც აღნიშნული პროდუქტი ნორვეგიის ბაზარზე გამოჩნდა, სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობა 10 წელიწადში განახევრდა. უფრო მეტიც, იაპონიაში გასახურებელი თამბაქოს მოწყობილობების გამოჩენის შედეგად, 2020 წელს ქვეყანაში მწეველთა რეკორდული მინიმუმი - 16.7% დაფიქსირდა. 2016-2021 წლებში კი სიგარეტის გაყიდვები 43%-ით შემცირდა.

თამბაქოს ზიანის შემცირება შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც პოზიტიური მოვლენა. როგორც პატრიკ ბაშამი აღნიშნავს, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც კანონმდებლებმა სხვა ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა გაითვალისწინონ:

• თამბაქოს ზიანის შემცირების სტრატეგია ქვეყნის თამბაქოს კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს;
• მწეველებს უნდა ჰქონდეთ წვდომა სანდო, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე;
• ქვეყნებმა უნდა დანერგოს რისკის-პროპორციული საკანონმდებლო ჩარჩო.

როგორც ბაშამი აღნიშნავს, მსოფლიოში სულ უფრო და უფრო მეტად იზრდება იმ მთავრობების რაოდენობა, რომლებიც სწავლობენ გაკვეთილს და ნათლად ხედავენ თამბაქოს ზიანის შემცირების როლს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები