ნიგერიელი შემტევის ვიქტორ ოსიმენის ირგვლივ არსებული გაურკვევლობა საბოლოოდ დასრულდა.
ხანგრძლივი და ძალიან რთული მოლაპარაკებების შედეგად, "ნაპოლი" და "გალათასარაი" ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, რის შედეგადაც, ნიგერიელი ფორვარდი თურქული კლუბის სრულფასოვანი ფეხბურთელი გახდება.
ტრანსფერის ღირებულება 75 მილიონ ევროს შეადგენს, საიდანაც 40 მილიონ ევროს "ნაპოლი" დაუყოვნებლივ მიიღებს, ხოლო 35 მილიონს ერთი წლის შემდეგ, 2026 წლის ივლისისთვის. 5 მილიონი ევრო იტალიელებმა შეიძლება დამატებით მიიღონ, რაც დამოკიდებული იქნება "გალათასარაიში" ოსიმენის გოლების რაოდენობაზე.
ამასთან თუ მომდევნო ორი წლის განმავლობაში სტამბოლური კლუბი აფრიკელ შემტევს რომელიმე იტალიურ კლუბში გაყიდის, ტრანსფერის ფასის 10% "პარტენოპეის" ერგება.
პირად კონტრაქტზე თურქები და ოსიმენი დიდი ხანია შეთანხმებულები არიან. ფეხბურთელი ოთხწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, რომლის საფუძველზეც ხელფასი სეზონში 18 მილიონი ევრო ექნება.




























