გალერეა თბილისში Starbucks-ის შემოსვლასთან დაკავშირებით კომუნიკაცია იყო, თუმცა, მათი შემოსვლის შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ,- ამის შესახებ "საქმის კურსს" გალერეა თბილისის დირექტორმა ნიკა ცინცაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად ბრენდთან ხელშეკრულება გაფორმებული არ არის, ამიტომ წინასწარ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ყავის მსოფლიო ბრენდი Starbucks შემოდის. ერთ-ერთი ინფორმაციით, იგეგმება თბილისში ქარხნის აშენებაც.
შეგახსენებთ, რომ "გალერეა თბილისი" თავისუსფლების მეტროსთან, ყოფილი უნივერმაღის ტერიტორიაზე სექტემბერში გაიხსნება.

























