მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გალერეა ვერეში გამოფენა „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ“ გაიმართა - გალერეის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი სივრცე, გალერეა ვერე, 3 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით წარმოგვიდგენს გამოფენას „დიუბუა დე მონპერეს კვალდაკვალ”. ექსპოზიცია აერთიანებს ორ ახლადგამოვლენილ სამოგზაურო ალბომს — „Mon Voyage En Asie“ და „Mon Voyage En Russie“, რომლებიც 1830-იან წლებში სამხრეთ კავკასიაში ჩატარებული სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში შესრულებულ 62 აკვარელსა და გრაფიკულ ჩანახატს მოიცავს. გალერეა ვერე თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. იგი დამთვალიერებელს სთავაზობს შერჩეულ ხელოვნების ნიმუშებს გამოფენა-გაყიდვის ფორმატში. საქართველოს ბანკი კი, როგორც კულტურისა და შემოქმედებითი ინიციატივების მხარდამჭერი, აგრძელებს მსგავსი პროექტების ხელშეწყობას და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები