მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გალერია თბილისი – ქალაქის გული 9 წლის ხდება

გალერია
28.11.26 11:00
• 112

გალერია თბილისი – ქალაქის გული 9 წლის ხდება

30 ნოემბერს გალერია თბილისის დაბადების დღეა. რუსთაველის გამზირზე მდებარე მოლი, რომელიც დედაქალაქის ცენტრში ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული თანამედროვე სავაჭრო სივრცეა, 9 წლის წინ გაიხსნა. ცხრა წლის განმავლობაში ის არა მხოლოდ შოპინგის, არამედ შეხვედრების, ემოციებისა და ქალაქის რიტმის საყვარელ წერტილად იქცა. დაბადების დღეზე გალერიაში საზეიმო განწყობა დაგხვდებათ: მოლი სადღესასწაულოდ ირთვება, სტუმრებს კი განსაკუთრებული შეთავაზებები ელოდებათ.

ამ დღეს მოლში წარმოდგენილ ბრენდების ახალ კოლექციებზე ექსკლუზიური ფასდაკლებები იმოქმედებს, რომლებიც მხოლოდ გალერია თბილისში არსებულ ფილიალებში იქნება ხელმისაწვდომი, „შავი პარასკევის“ მიმდინარე შეთავაზებებთან ერთად.

გალერია თბილისის ფიზიკური სასაჩუქრე ბარათის შეძენისას 30%-იანი ქეშბექი იმოქმედებს, რომელიც სასაჩუქრე ბარათზე დაბრუნდება. ბარათის მაქსიმალური ღირებულება 500 ლარია და ქეშბექიც ამ თანხის ფარგლებში გავრცელდება.

დაბადების დღე დამატებითი სიურპრიზების გარეშე არ ჩაივლის: ჯამში 1000 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენის შემთხვევაში, საინფორმაციო სივრცესთან ჩეკის წარდგენისას, სტუმრებს გადაეცემათ სასაჩუქრე ვაუჩერი ერთ-ერთ სასტუმროში: „პარაგრაფ გოლფი და სპა თაბორი“, „პარაგრაფ თბილისი“ ან “სასტუმრო ბოდბე”.

30 ნოემბერს „გალერია თბილისი“ 9 წლის იუბილეს აღნიშნავს — იხილეთ შეთავაზებები: https://galleria.ge/galeria-tbilisis-dabadebis-dghe-30-noemberi

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები