"გალერია თბილისის" პირველ სართულზე შეიმჩნევა დიდი დაკვალიანება. ადგილზეა საპატრულო სამსახური, რომელმაც რუსთაველის გამზირი ცალმხრივად გადაკეტა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა არის მობილიზებული.
23:36 განახლება - შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე, "გალერია თბილისში" ერთ-ერთი გამწოვი დანადგარი დაიწვა, რამაც შენობის დაკვამლიანება გამოიწვია.
როგორც BM.GE-ს უწყებაში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე რჩება.
შემთხვევის შედეგად, შენობის ევაკუაცია განხორციელდა.

























