მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალფი" 1284 ოჯახს დაეხმარება - ₾247 ათასზე მეტი უკვე შეგროვდა

გალფი
02.01.25 14:06
15518

კომპანია "გალფი" საახალწლოდ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ 1270 ოჯახს დაეხმარება.

"გალფის" ქსელში ბავშვებისთვის - ტრადიციული, მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია მიმდინარეობს და 2 იანვრისათვის 247 ათასზე მეტი ლარია შეგროვებული.

14 იანვრის ჩათვლით, Gulf Club-ის ბარათით შეძენილი საწვავის თითოეული ლიტრიდან 10 თეთრი საქველმოქმედო ანგარიშზე ავტომატურად შეგროვდება და მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახზე გადანაწილდება.

კამპანიისთვის შექმნილ სპეციალურ პლატფორმა csr.gulf.ge-ზე ლაივ რეჟიმში ყველას შეუძლია თვალი ადევნოს თანხის შეგროვების პროცესს. ასევე თითოეული მომხმარებელი ყოველ ტრანზაქციაზე SMS-ის სახით მიიღებს შეტყობინებას, თუ რა თანხას გადარიცხავს კომპანია მისი სახელით და იმ მომენტისთვის ჯამში რა თანხაა მობილიზებული. თანხა, რომელიც კამპანიის ფარგლებში შეგროვდება, იანვარში გადანაწილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები