კომპანია "გალფი" ქვეყანაში განათლებაზე ხელმისაწვდომობის შექმნის პროცესში აქტიურადაა ჩართული, რაც კონკრეტულად იმაში გამოიხატება, რომ კომპანია სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობს და სტუდენტებისა და მოსწავლეების დაფინანსების პროგრამებში ერთვება, ერთ-ერთი მათგანი ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული სასტიპენდიო პროგრამაა, რომლის საშუალებითაც 30 მოსწავლეს სწავლის დაფინანსებასთან ერთად სტიპენდიაც გადაეცა და ცხოვრების ხარჯებიც დაუფინანსდა.