მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალფი" 100 წარმატებულ სტუდენტს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიან სტიპენდიას უნიშნავს

64ae6e58f3e72
BM.GE
12.07.23 13:08
975
წარმატებულ სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „გალფს” შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა და კომპანია „გალფის“ დამფუძნებელმა ივანე ნაკაიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, კომპანია „გალფისგან" 100 წარმატებულ სტუდენტს ერთი სასწავლო წლის განმავლობაში 300-ლარიანი სტიპენდია დაენიშნება. სტიპენდია გაიცემა 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, როდესაც საქართველოში მსხვილ და წამყვან კომპანიებს სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. ასეთი ინიციატივები ახალგაზრდებს უკეთ სწავლის მოტივაციას აძლევს. დღეს, კომპანია „გალფთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგის მქონე 100 წარმატებულ ახალგაზრდას, ერთი წლის განმავლობაში სტიპენდია დაენიშნება. ეს არის დიდი სტიმული ჩვენი მომავალი თაობისთვის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მსგავს წამოწყებებს სრულად დაუჭერს მხარს და დიდი იმედი გვაქვს, რომ კომპანია „გალფის“ მსგავსად, ჩვენი მომავალი თაობისთვის საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებაში სხვა კომპანიებიც ჩაერთვებიან", - განაცხადა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

ცნობისთვის, წელს პირველი წელი არ არის, როდესაც "გალფი" წარმატებულ პირველკურსელებს სტიპენდიას უწესებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები