მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალფის" დაფინანსებით ოზურგეთში ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტი გაიხსნა

28 ივლისს ქალაქ ოზურგეთში, კომპანია "გალფის" ინიციატივით და დაფინანსებით, დიდი ქართველი მამულიშვილის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტი გაიხსნა. გარდა ამისა ოზურგეთის დრამატულ თეატრში მოეწყო ბენია ჩხიკვიშვილისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ქალაქ ოზურგეთის მერი და გუბერნატორი დაესწრნენ. ბენია ჩხიკვიშვილი 1919-1920 წლებში ქალაქ თბილისის პირველი არჩეული მერი გახლდათ. იგი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი და 1924 წლის აგვისტოს საერთო აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამავე წელს ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად დახვრიტეს. მისი საფლავის ადგილი უცნობია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები