მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან EURO 2024-ზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გაემგზავრა

"მომავალი თქვენია" პროექტის ფარგლებში - გალფის ინიციატივითა და დაფინანსებით, 20 -მა სტუდენტმა აფხაზეთიდან 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივრა, ქალაქ დორტმუნდში პირველ ისტორიულ მატჩზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. სტუდენტების უმრავლესობამ ქვეყნის საზღვრები პირველად დატოვა, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრები სტუდენტები საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებ თანატოლებთან ერთად საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს დაესწრნენ. ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ მათ მეგზურობა გაუწიეს ქართული ფეხბურთის ლეგენდებმა შოთა არველაძემ და თემურ ქეცბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები