მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“გალფმა” 100 პირველკურსელი სტიპენდიანტი გამოავლინა

BM.GE
08.11.22 10:17
296
გუშინ, კომპანია გალფმა და პეტროკას ენერჯი გრუპმა, ნამდვიუვლი დღესასწაული მოუწყვეს ქართველ ახალგაზრდებს. განათლების და მეცნიერების სამინისტრისთან თანამშრომლობით, გალფმა 100 პირველკურსელი სტიპენდიანტი შეარჩია, მთელი საქართველოს მასშტაბით სტუდენტთა მხარდაჭერის მიზნით, "გალფის სასტიპენდიო პროგრამა" შეიქმნა, რომლის თანახმად ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საუკეთესო 100 პირველკურსელი ყოველთვიურად 300-ლარიან სტიპენდიას მიიღებს. გარდა ამისა, კომპანია გალფის მხარდაჭერით და არველაძეების ფონდის ინიციატივით საქართველოს ყველა რეგიონიდან საუკეთესო ქულების მქონე 12 პირველკურსელი შეირჩა, რომლებიც ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას თამაშზე უგულშემატკივრებენ. რომლებიც 10-13 ნოემბერს იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაემგზავრებიან, სადაც მარადონას სახელობის სტადიონზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი-უდინეზეს მატჩზე უგულშემატკივრებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები