კომპანია „გალფმა“ წინასააღდგომოდ მომხმარებლებს მასშტაბური საქველმოქმედო კამპანია შესთავაზა.
ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
Gulf Club-ის წევრების მიერ შეძენილი თითოეული ლიტრი საწვავიდან 3 თეთრი ონკოლოგიით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდების დიაგნოსტიკასა და მკურნალობისთვის სოლიდარობის ფონდში გადაირიცხა.
კამპანია მხოლოდ ორი კვირა - 15 აპრილიდან 28 აპრილამდე, მიმდინარეობდა. საერთო ჯამში, კამპანიის ფარგლებში 77,880.87 ლარი შეგროვდა და აღნიშნული თანხა სრულად სოლიდარობის ფონდში გადარიცხა.

























