მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart: 11 თვეში სავაჭრო დეფიციტი 13%-ით არის გაუარესებული

5c189db5c2a7c
თამუნა დემეტრაშვილი
18.12.18 11:14
659
Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსის ევა ბოჭორიშვილის განცხადებით, 11 თვის მონაცემებით, სავაჭრო დეფიციტი 13%-ით არის გაუარესებული.

,,ექსპორტი 11 თვეში დაახლოებით, 24%-ით არის გაზრდილი და 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც საკმაოდ შთამბეჭდავი ციფრია, თუმცა ამავდროულად იმპორტიც საკმაოდ გაიზარდა. დაახლოებით, 8,3 მილიარდი დოლარის იმპორტი გვაქვს იანვარ-ნოემბერში და ამ მონაცემებიდან გამომდინარე, სავაჭრო დეფიციტი კვლავ გაუარესებული რჩება და ის დაახლოებით 5,3 მილიარდი დოლარია”, - განაცხადა ბოჭორიშვილმა ,,საქმიან დილაში”.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსმა ნოემბრის თვის ტენდენციებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სავალუტო შემოდინების კუთხით, ნოემბერი კარგი თვე იყო.

„ექსპორტი 20% ით გაიზარდა და ამ მხრივ, წლის დასაწყისიდან არსებული ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები