„ვფიქრობ, თუ სადმე უნდა დაიხარჯოს თანხა ე.წ. ავიასანქციების გამო, მოკლევადიან პერიოდში შესაძლო პრობლემების აღმოსაფხვრელად, პირველ რიგში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებაა“, - ასე უპასუხა Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა კახა სამყურშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც მთავრობის მიერ ლონდონიდან და ბრიუსელიდან საქართველოში ფრენების 600,000-600,000 ევროთი სუბსიდირების/მხარდაჭერის გადაწყვეტილებას შეეხებოდა.
„თუ სადმე უნდა დაიხარჯოს თანხა, პირველ რიგში, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მიმართულებაა - ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა და ა.შ. რადგან ზოგადად, ამ ქვეყნებისთვის ძალიან ახლობელია ის პრობლემატიკა, რის წინაშეც ჩვენ ვდაგავართ და მათი დარწმუნება იმაში, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში, უფრო ადვილი იქნება. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დასავლეთ ევროპელ ტურისტს ძალიან რთულად თუ ჩამოვიყვანთ 2-3 თვეში, რადგან როგორც წესი, განვითარებული ქვეყნის ტურისტები დიდხანს გეგმავს მოგზაურობას, მაშინ როცა აღმოსავლეთ ევროპელები ბევრად უფრო სპონტანურად და სწრაფად იღებენ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა სამყურაშვილმა.
Bm.ge-ის კითხვაზე - ამ ფონზე რითი შეიძლება აიხსნას მთავრობის გადაწყვეტილება ლონდონის და ბრიუსელის ავიამიმართულებების სუბსიდირებაზე, Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მოკლედ პასუხით შემოიფარგლა: „არ ვიცი“.

























