Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის შეფასებით, 2019 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების 5.1%-იანი ზრდა დამაკმაყოფილებელი არაა.
ამის შესახებ სამყურაშვილმა bm.ge-ის წლის პირველ კვარტალში 5.1%-ით გაზრდილი ტურისტული ვიზიტების შეფასებისას განაცხადა და იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რამაც სავარაუდოდ, ზრდის დაბალი ტემპი განაპირობა.
„მოგეხსენებათ, პირველ კვარტალში ტურისტების ზრდა იყო 5.1%, რაც ობიექტურად რომ შევხედოთ, წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით, ძალიან დაბალია და პირდაპირ ვთქვათ, არაა დამაკმაყოფილებელი, თუმცა ამ ყველაფერს თავისი ობიექტური მიზეზები ჰქონდა ანუ წინა წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული თურქეთიდან და ირანიდან ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელვნად მცირდება - თურქეთს თავისი მიზეზები აქვს, შიდა პრობლმები და ამის გამო ხდება, რომ ვიზიტორების რიცხვი მცირდება. რაც შეეხება ირანს, ერთი მიზეზია საზღვარზე გაურკვევლობის საკითხები და მეორე - თვითონ ირანისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული საქნციები“, - აღნიშნა სამყურაშვილმა.
ამასთან, მიუხედავად პირველ კვარტალში დაფიქსირებული ტურისტული ვიზიტების დაბალი ტემპისა, Galt & Taggart-ი წელს ტურისტების 12%-იან ზრდას პროგნოზირებს.
„ირანის და თურქეთის გარდა, საიდანაც მნიშვნელოვანი კლებაა, სხვა ყველა ქვეყნიდან დინამიკა ძალიან ჯანსაღია და ჩვენ - Galt & Taggart-ი წლიურად, ტურისტების დაახლოებით, 12%-იან ზრდას ვროგნოზირებთ; ასევე, ველოდებით, რომ წლის მეორე ნახევარში გაძლიერებული შემოსავლების ხარჯზე ამ შედეგს დავდებთ და მივაღწევთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი კვარტალი ცოტათი შენელებული იყო, მაგრამ ამაში ჯერჯერობით, საგანგაშო ნიშნებს ვერ ვხედავთ“, - აღნიშნა მან.
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსს გარკვეული რეკომენდაციები აქვს მარკეტინგული კამპანიების განხორციელების მიმართულებითაც. რატი სამყურაშვილს მიაჩნია, რომ აქცენტი ძირითადად ევროკავშირის და აზიის ქვეყნებზე უნდ გაკეთდეს.
„ევროპული ქვეყნებისკენ უნდა იყოს მეტი ყურადღება, რადგან ისინი ხარჯავენ მეტს, რჩებიან უფრო დიდ ხანს და ამას მეტი შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს და უფრო მეტი ევროპელი და მხარჯველი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.
ცნობისთვის: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში ტურისტული ვიზიტების ზრდის ტემპი 26% იყო, 2017 წელს ზრდის ტემპი 14.5%-მდე შემცირდა, ხოლო წელს პირველ კვარტალში კი, ტემპი 5.1%-მდე დავარდა.

























