მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

GALT & TAGGART-ის პროგნოზით, წელს ტურიზმიდან შემოსავალი $3,6 მლრდ-ს გაუტოლდება

5c62f49b026ef
მარიამ ადამია
13.02.19 10:02
1476
GALT & TAGGART-ის პროგნოზით, 2019 წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი 3,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდება.

ამის შესახებ GALT & TAGGART-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა ევა ბოჭორიშვილმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა.

„GALT & TAGGART-ის შეფასებით, საქართველოში წელს ტურისტების რაოდენობა დაახლოებით, 5,3 მილიონი იქნება და 11%-იანი ზრდა დაფიქსირდება. რაც შეეხება შემოსავლებს ტურიზმიდან, ველოდებით რომ ზრდის ტემპი, სავარაუდოდ 12% იქნება და ტურისტული შემოსავლები 3,6 მილიარდ დოლარს გაუტოლდება. ასეთია წლის დასაწყისის პროგნოზი, თუმცა დინამიკის შესაბამისად, დროთა განმავლობაში დაკორექტირდება“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

ცნობისთვის: 2019 წლის იანვარში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 164.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 8 მილიონით მეტია (ზრდა +5%).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები