მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მლნ დოლარის 2 წლიანი ობლიგაციები

5f5088c336d26
BM.GE
03.09.20 10:07
1161
2020 წლის 31 აგვისტოს სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების, წარმატებით განთავსება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეხუთე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე და ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. მიმდინარე წლის მოვლენების გათვალისწინებით, ამ ემისიის წარმატებით დასრულება ძალიან პოზიტიური ნიშანია, როგორც კომპანიისთვის ასევე საქართელოს ფასიანი ქაღალდების ბაზრისთვის.

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეხუთედ აძლევს შესაძლებლობას დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს; აღნიშნული ფასიანი ქაღალდები დაშვებული იქნება ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა 2 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2022 წლის 31 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში აქაც „გალტ & თაგარტია“.

„მოხარულები ვართ იმ ფაქტით, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეხუთედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით თუ რა მოვლენებია დღეს მსოფლიოში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვეამაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

„მოხარული ვარ ავღნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ტრანზაქციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ინვესტორების მხრიდან, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები