მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„გალტ & თაგარტმა“ სომხეთში CMS პროექტის საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა;

გალტ & თაგარტმა, სომხეთში „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საგანმანათლებლო კონფერენცია გამართა. კონფერენცია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და ევროკავშირის მხარდაჭერითა და Ameria Management Advisory-თან თანამშრომლობით ჩატარდა. შეხვედრა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის საჭირო ESG ინსტრუმენტების განხილვას დაეთმო. კერძოდ, განიხილეს ESG-სთან დაკავშირებული ინსტრუმენტების თავისებურებები; ობლიგაციების გამოშვების პროცედურები და მოთხოვნები ასევე როგორ მუშაობს მწვანე ობლიგაციების ბაზარი. კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის მიზანი სომხეთში უფრო ეფექტური და თვითკმარი ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებაა. პროგრამა მოიცავს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მხარდაჭერას და დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას, მათ შორის კოორდინაციას სომხეთის ცენტრალურ ბანკთან და სომხეთის ეკონომიკის სამინისტროსთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები