მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart-ი 400-500 მლნ ლარის ემისიებზე ვმუშაობთ - ვანო კიკვილაშვილი

Galt & Taggart

Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების სამსახურის უფროსი ვანო კიკვილაშვილი ამბობს, რომ წლის ბოლომდე დამატებით 500 მლნ ლარამდე ობლიგაციების გამოშვებაზე მუშაობენ.

"გვონია, რომ წელს მთლიანობაში ძალიან კარგი წელი გვექნება. უშუალოდ Galt & Taggart-ი წლის ბოლომდე, დაახლოებით 400-500 მლნ ლარის ემისიებზე ვმუშაობთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ 2023 წელი რეკორდული რაც იყო (დაახლოებით 1.1 მლრდ ლარის ემისია) შეგვიძლია ეს ნიშნული გავიმეოროთ ან გადავცდეთ კიდეც", - ამბობს "საქმიან დილაში" ვანო კიკვილაშვილი.

აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.5 მლრდ ლარის აჭარბებს. აქედან თითქმის 1.6 მლრდ ლარი დოლარში დენომინირებული ობლიგაციებია, 740 მლნ ლარში, 180 მლნ - ევროში. 2023 წლიდან ობლიგაციების ბაზარი მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს, 2022 წლის 896 მლნ ლარიდან კორპორატიული ობლიგაციების ბაზრის ზომა 2.5 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები