მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის ექსკლუზიური მხარდაჭერით, ნუტრიმაქსმა სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობით და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, კომპანია ნუტრიმაქსმა, წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა. 2 წლიანი ვადის მქონე ობლიგაციების გამოშვების თარიღად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა, ხოლო საპროცენტო სარგებლის გადახდა განხორციელდება ნახევარწლიურად. საბოლოო საპროცენტო სარგებლის მაჩვენებელმა 8.5% შეადგინა. ობლიგაციებიდან მიღებულ სახსრებს ნუტრიმაქსი არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დასაფინანსებლად მიმართავს. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში იქნება დაშვებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები