მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის პროგნოზით 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5.6% იქნება

დოლარი

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით 2024 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 5.6% იქნება - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში. ეს 2023 წელს არსებულ 4.4%-თან შედარებით 1.2% პროცენტული პუნქტით მეტია.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეკონომიკის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მშპ-ის 5%-ს შეადგენდა.

"სებ-ის მიხედვით, 2024 წლის I კვარტალში მიმდინარე ანგარიში დეფიციტი წლიურად 5.5%-ით შემცირდა დამ შპ-ის 5.0% შეადგინა (5.8% იყო 2023 წლის I კვარტალში).

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება ძირითადად ტრანსფერტების ბალანსის (+20.3% წ/წ, 875 მლნ აშშ დოლარი) და მომსახურების ბალანსის (+3.2% წ/წ, 690 მლნ აშშ დოლარი)ა გაუმჯობესებამ განაპირობა. რაც შეეხება საქონლით ვაჭრობის უარყოფით ბალანსს, ის წლიურად 8.4%-ით გაიზარდა 1.5 მლრდ აშშ დოლარამდე, რადგან საქონლის ექსპორტი 9.8%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტის კლება მხოლოდ 2.1% იყო. აღსანიშნავია, რომ ტრანსფერტების და მომსახურების პოზიტიურმა ბალანსებმა სრულად დააკომპენსირა სავაჭრო დეფიციტის მოცულობა 2024 წლის I კვარტალში,"- ნათქვამია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.

წლების მიხედვით საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი ასე ნაწილდება:

2017 წელი - მინუს 8%;

2018 წელი - მინუს 6.7%;

2019 წელი - მინუს 5.8%;

2020 წელი - მინუს 12.4%;

2021 წელი - მინუს 10.3%;

2022 წელი - მინუს 4.5%;

2023 წელი - მინუს 4.4%;

2024 წელი - მინუს 5.6% (პროგნოზი).

საგადასახადელო ბალანსი ქვეყანაში შემოსული და ქვეყნიდან გასული სავალუტო ნაკადების მოცულობას ასახავს. საქართველოსთვის შემომავალ სავალუტო ნაკადებს ძირითადად ექსპორტი; ფულადი გზავნილები და ტურიზმი (მომსახურების ექსპორტი) აგენერირებენ, ხოლო გამავალი ნაკადების მთავარი წყარო იმპორტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები