მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-ის შეფასებით, 7 თვეში ტურიზმის შემოსავლები წლიურად არ გაზრდილა

ტურისტები ტურიზმი

“გალტ ენდ თაგარტის” შეფასებით, ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 590 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 7.1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საინვესტიციო ბანკის შეფასებით, 2026 წლის 7 თვეში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა წინა წელთან შედარებით 2.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებლის ტოლია. ეს მონაცემი აჩვენებს, რომ ბოლო თვეების გააქტიურებამ ვერ გადაწონა ახლო აღმოსავლეთის კრიზისით გამოწვეული ჩავარდნა.

“ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წელს 4.9 მილიარდი აშშ დოლარის, ხოლო 2027 წელს 5.3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით იქნება”, - პროგნოზირებს “გალტ ენდ თაგარტი”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები