მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt & Taggart-მა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

21 მაისს, Galt & Taggart-მა თბილისის კომერციული უძრავი ქონების შესახებ კონფერენცია გამართა, სადაც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კვლევა, რომელიც Galt & Taggart-მა კონფერენციაზე წარადგინა, ფოკუსირებულია თბილისის საოფისე და სავაჭრო უძრავი ქონების ბაზრებზე, სადაც 2026 წლიდან მიწოდების ზრდაა დაგეგმილი. ამ კვლევის მიხედვით, 2019–25 წლებში თბილისის საოფისე უძრავი ქონების ბაზარი მაღალი მოთხოვნით ხასიათდებოდა. ამ პერიოდში ვაკანტურობის მაჩვენებელი 10.0%-დან 6.6%-მდე შემცირდა, ხოლო საიჯარო ქირა სტაბილურად იზრდებოდა. 2026–28 წლებში კი დაგეგმილია 100 ათას კვ.მ-ზე მეტი ახალი საოფისე ფართის მიწოდება, რაც ვაკანტურობას, Galt & Taggart-ის შეფასებით, 16.8%-მდე გაზრდის. იმისთვის, რომ ვაკანტურობა ჯანსაღ 10%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს, Galt & Taggart-ის პროგნოზით საჭირო იქნება 2029-31 წლებში ახალი მიწოდების დროებით დაპაუზება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები