მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt & Taggart-სა და GTN-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოში წამყვანი საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, გალტ & თაგარტმა საერთაშორისო ფინტექ ორგანიზაციასთან GTN-თან თანანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. GTN მსოფლიოს მასშტაბით საინვესტიციო ბანკებსა და საბროკერო ორგანიზაციებს უახლეს ტექნოლოგიებს უზიარებს და შესაძლებლობას აძლევს, საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის თანამედროვე მეთოდები და ინსტრუმენტები დანერგონ. გალტ & თაგარტმა, GTN-თან პარტნიორობით, უკვე შეძლო მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა ინვესტირების გაუმჯობესებული გამოცდილება. სიახლე შეეხო G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელსაც ახალი ფუნქციონალები დაემატა. განახლებული G&T Trader-ის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი ინსტრუმენტებით ვაჭრობის შესაძლებლობა მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები