მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გალტ&თაგარტი Global Finance -მა წელსაც საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარა

58c26030aea48
BM.GE
10.03.17 12:11
1314
გალტ & თაგარტმა დღეს განაცხადა Global Finance-ის ჯილდოს "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2017 წელს" მიღების თაობაზე. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მესამედ გახდა.

"გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე. აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში,“ განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ.

ჟურნალმა Global Finance, მე-18-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები