სს "გალტ&თაგარტმა“ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 64 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების წარმატებით გამოშვება უზრუნველყო. ობლიგაციების ვადა 3 წელია, ობლიგაციების განთავსება მოხდა მცურავი განაკვეთით, საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთს დამატებული 20 საბაზისო პუნქტიანი სპრედი. განთავსების ერთადერთი აგენტი „გალტ & თაგარტია".
"მოხარული ვარ აღვნიშნო „გალტ & თაგარტ“-ის როლი აზიის განვითარების ბანკის ობლიგაციის წარმატებით გამოშვებაში. „გალტ&თაგარტი“-ს მიზანია იყოს ამგვარი მომსახურების მუდმივი მიმწოდებელი, არამხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ კაპიტალის მოზიდვის დამატებით წყაროებს. მინდა მივულოცო ამ მნიშვნელოვანი ტრანზაქციის განხორციელება მთელს „გალტ & თაგარტ“-ის გუნდს“ განაცხადა „გალტ & თაგარტ“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გაჩეჩილაძე.

























