მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart: გლობალური ბაზრების ყოველკვირეული მიმოხილვით რატი მესხიშვილი

ამერიკული ინდექსებისთვის გასული კვირა არც ისე კარგი გამოდგა. სამუშაო კვირის ბოლოს მსხვილი ინდექსები წითელ ზონაში დაიხურა. კვირის ბოლოსკენ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Apple-მა 24 საათში 250 მილიარდი დოლარის საბაზრო კაპიტალიზაცია დაკარგა. ერთკვირიან ჭრილში მისი აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე 6%-ითაა შემცირებული. Apple-ის დაღმასვლა ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებითაა განპირობებული. მოგეხსენებათ, ქვეყნის მთავრობის წევრებს iPhone-ების გამოყენება აეკრძალათ და არ არის გამორიცხული, რომ ამ შეზღუდვამ, საბოლოო ჯამში, მთელი საჯარო სექტორი მოიცვას.

სტუმარი: რატი მესხიშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი;