ოქტომბრის განმავლობაში ქვეყანაში სულ 150,000 სამუშაო ადგილი შექმნა, ნაცვლად პროგნოზირებული 170,000-ისა და წინა თვეში დაფიქსირებული 297,00-ისა. ექსპერტების შეფასებით, სამუშაო ძალის სტატისტიკის გაუარესება პირდაპირ კავშირშია ფედერალური რეზერვის მიერ გატარებულ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკასთან, რომელმაც მდინარე კვირას რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5.5%-იან ნიშნულზე დატოვა. უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის სტატისტიკა თავად FED-ისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინდიკატორია, რომლის ზრდა ცენტრალურ მარეგულირებელს მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ უბიძგებს.
სტუმარი: რატი მესხიშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი;