მიმდინარე კვირაში აშშ-ს ინფლაციური მონაცემები უნდა გასაჯაროვდეს. წინასწარი შეფასებით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონე 3.7%-ის ფარგლებში იქნება. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ანუ Core CPI-ს, მისი მაჩვენებელი 4.1%-იან ნიშნულზეა პროგნოზირებული.გარდა ამისა, მომავალ კვირას ცნობილი გახდება, აშშ-ის კერძო სექტორის ბრუნვის და მწარმოებელთა ინდექსის მაჩვენებლებიც.
სტუმარი: რატი მესხიშვილი - Galt&Taggart-ის უფროსი ასოცირებული ბროკერი;