მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart-ის პროგნოზით, წლის მეორე ნახევარში ლარი დოლართან 2.70-2.75-ის ფარგლებში იმერყევებს

5d125e42d608f
სალომე მეცხვარიშვილი
25.06.19 21:44
1093
საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart წლის მეორე ნახევარში ლარის კურსს დოლართან მიმართებით 2.70-2.75-ის ფარგლებში ელოდება.

ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ითვლის, რა გავლენა ექნება რუსეთის ტურისტულ ემბარგოსა და სხვა პროდუქციაზე შესაძლო ემბარგოს ქართულ ეკონომიკაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მათი პროგნოზით, 2020 წლისთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.6-მდე გამყარდება, რამდენადაც დამატებით ზეწოლას რუსეთის სანქციების გამო არ ელოდებიან.

“ლარი წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 7%-ით გაუფასურდა, მიუხედავად იმისა, რომ სავაჭრო სალდოში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება შეინიშნებოდა. ლარის სისუსტე პირველ ნახევარში ძირითადად დაკავშირებული იყო ეროვნული ბანკის რეზერვების შესყიდვებთან (216 მილიონი დოლარი წლის პირველ ნახევარში); ასევე სხვა ფაქტორებთან,(უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ზრდა, ნეგატიური მოლოდინები თურქული ლირის მერყეობა და ა.შ.)”,- ნათქვამია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები