თებერვალში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა. Galt&Taggart-ის თებერვლის განახლებული მონაცემების თანახმად, გასულ თვეში თბილისში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა. ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით, მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, 2024 წლის თებერვალში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა, თვიური 0.8%-იანი და წლიური 16.5%-იანი ზრდით.
სტუმრები:
კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების მიმართულების უფროსი;
ზურაბ თავყელიშვილი - Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი;
#უძრავიქონებისპროსპექტი - თათია ჩაფიჩაძესა და გუგა კობახიძესთან ერთად