მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Galt&Taggart-მა FMCG ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა - რა შედეგები აჩვენა FMCG ბაზრის კვლევამ?

Galt&Taggart-მა სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის - FMCG სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევა წარადგინა, სადაც ბაზრის მიმდინარე მდგომარეობა და სექტორის განვითარების პოტენციალია გაანალიზებული. კვლევის მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში FMCG სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-დან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს. ამასთან, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია. ბუნებრივია, FMCG პროდუქციაზე ადგილობრივი მოსახლეობა ყველაზე მეტს ხარჯავს, თუმცა ბოლო 2 წელში სექტორის ზრდაში ტურისტების და მიგრანტების კონტრიბუციაც დიდი იყო. ამასთან, Galt&Taggart-ის კვლევის მიხედვით, FMCG ბაზარზე ყველაზე მეტი, 70% საკვებ პროდუქტებზე იხარჯება, რომელსაც მოჰყვება სასმელები და თამბაქო.

სტუმარი: ევა ბოჭორიშვილი - Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები