რამდენად ჯანსაღია უძრავი ქონების მოთხოვნაზე არსებული ფაქტორები, არსებობს თუ არა ჭარბი მიწოდების რისკი და რას ასახავს უძრავი ქონების ფასები? - ეს არის ის სამი მთავარი კითხვა, რასაც Galt&Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევა პასუხს სცემს. თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაზე ორგანიზაციამ შეხვედრა გუშინ გამართა. კონფერენციას დარგის მოთამაშეები, ინვესტორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სტუმრები: ევა ბოჭორიშვილი - Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
კახა სამყურაშვილი - Galt&Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსი;