მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Galt&Taggart საქართველოში ინფლაციის 7%-მდე ზრდას ელოდება

58996defc0645
BM.GE
07.02.17 10:47
1452
Galt&Taggart საქართველოში ინფლაციის 7%-მდე ზრდას ელოდება. როგორც "საქმიანი დილას" ეთერში საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ევა ბოჭორიშვილმა განაცხადა, იანვარში ინფლაციის ზრდაზე გავლენა სამ ფაქტორს ჰქონდა: აქციზის ზრდას, ლარის გაუფასურებას და საერთაშორისო ბაზარზე ფასების მატებას.

"ჩვენი გათვლებით, მეორე - მესამე კვარტალში უფრო მეტი ზრდა იქნება ფასების. ამ ეტაპზე ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 7%-ის ფარგლებში იქნება ინფლაცია. მეოთხე კვარტალშც მაღალი იქნება ინფლაცია. ეროვნული ბანკის განცხადებით 2018 წელს დაუახლოვდება ინფლაცია მიზნობრივ 3%-ს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2010 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 22,5 პროცენტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები