გიორგი ზურაბაშვილი მინსკში მიხაილ გალუზინთან შეხვედრაზე კონკრეტული მოლოდინით ჩავიდა - ის ვარაუდობდა, რომ ოქტომბერში აკრძალული შვიდი კომპანიის საკითხი ადგილზევე გადაწყდებოდა და შეზღუდვები მოიხსნებოდა. თუმცა, მოვლენები ქართული მხარის მოლოდინის საპირისპიროდ განვითარდა: სანქციების გაუქმების ნაცვლად, რუსეთის წარმომადგენელმა მიხეილ გალუზინმა ზურაბაშვილს ღვინის კიდევ ორი ქართული კომპანიის დასანქცირების განზრახვა გააცნო, რამაც, თავად სპეცწარმომადგენლის თქმით, ის „გააოცა და გააოგნა“.
რას ნიშნავს რუსეთის შეტევა ქართულ ღვინოზე, რატომ ახლა და რა უნდა იყოს სახელმწიფოს როლი - რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება თუ პირიქით, ამ დროს ბიზნესისთვის მეტი დივერსიფიკაციის შეთავაზება და მხარდაჭერა?
სტუმარი: ვასილ მანაგაძე - საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი თავმჯდომარე
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად






























