მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გამანაწილებელ ქსელში მიკროელექტროსადგურების ზღვარი 14-დან 20%-მდე გაიზარდა;

მიკროსიმძლავრის მზის ელექტროსადგურებისთვის ენერგო პროს ქსელში სიმძლავრე 500 კილოვატიდან 100 კილოვატამდე აღარ შემცირდება, გადაწყვეტილება სემეკმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. სიმძლავრის შემცირების მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ ქსელზე მისაერთებელი ელექტროსადგურების ჯამურმა დადგმულმა სიმძლავრემ პიკურ მაჩვენებელს გადააჭარბა, რაც ქსელს პრობლემებს უქმნის, თუმცა სემეკშ დაადასტურეს, რომ ენერგო პროს ქსელში დამატებით სიმძლავრეების ინტეგრაცია შესაძლებელია და 500 კილოვატის სიმძლავრის ქსელში ჩართვის საშუალება კერძო სექტორს ისევ დაუტოვა. ამასთან, მარეგულირებელმა, ქსელში ჩართვის 14%_იანი ზღვარი როგორც ენერგო პროს, ისე თელასის შემთხვევაში 20% მდე გაზარდა. რა არგუმენტები მიიღო მხედველობაში მარეგულირებელმა და როგორ აფასებს მიღებულ გადაწყვეტილებას კერძო სექტორი?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები