მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!

სოკარის მასშტაბური გათამაშება ოფიციალურად დასრულდა - კამპანია, რომელმაც სამი თვე გრძელდებოდა და ათასობით მომხმარებელი ჩაერთო ჯამში 370 000-ზე მეტი ბილეთით შედგა.

და ვიდრე ფინალური გათამაშება იქნებოდა არც ეს სამი თვე ყოფილა მოსაწყენი, მთავარი პრიზების მოლოდინის პარალელურად, მომხმარებლებს ყოველდღიურად ჰქონდათ შესაძლებლობა, სოკარის სადგურებზე საწვავის ჩასხმისთანავე მოეგოთ მომენტალური საჩუქრები - კამპანიის განმავლობაში ჯამში 9,200 მომენტალური პრიზი გათამაშდა. რაც განსაკუთრებით საინტერესო იყო, კამპანიის მთავარი გზავნილი „გამარჯვება გაზიარებით იწყება“ გათამაშების ერთ-ერთ მთავარ მექანიკად იქცა: მომენტალური პრიზის მფლობელს შეეძლო, საკუთარი საჩუქარი სრულიად უცნობი ადამიანისთვის გადაეცა და გამარჯვების ემოცია სხვასთანაც გაეზიარებინა. სანაცვლოდ მონაწილე მთავარი გათამაშებისთვის დამატებით 5 ბილეთს იღებდა. სოკარის წარმომადგენლებმა როგორც გვითხრეს, ამ შესაძლებლობით მომენტალური პრიზის გამარჯვებულთა 12%-მა ისარგებლა და საკუთარი საჩუქარი სხვას გაუზიარა. სწორედ ამ მექანიკამ აქცია გაზიარება კამპანიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაწილად და გამარჯვების იდეას დამატებითი ემოციური მნიშვნელობა შესძინა.ფინალიც დადგა და გუშინ საღამოს გათამაშდა 92 მ2 ახალაშენებული ბინა საბურთალოზე „თეთრ კვადრატის“ დასრულებულ კომპლექსში; ახალი ელექტრომობილი AIQAR eQ7; 3 ფულადი პრიზი - თითოეული 10 000 ₾-ის ოდენობით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები