თბილისის მერმა კახი კალაძემ, საახალწლო ღონიძიებებზე, გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენებასთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა.
მისი განცხადებით, 1 მილიონ 778 ათასი ლარი, რაც ამ ღონისძიებებზეა გათვალისწინებული, ძირითადად ორიენტირებულია კრეატიულ გადაწყვეტილებებზე, რისი შესყიდვაც ტენდერის გზით ვერ მოხერხდებოდა.
,,თანხის დიდი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. თუ ვინმე მეტყვის, როგორ შევარჩიო მომღერალი.. არ ვიცი.. ხმის ტემბრით შევარჩიოთ? თუ არის ამის საშუალება და ვინმე მომაწვდის ინფორმაცია ჩემთვისაც კარგი იქნება, ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს, თუმცა ეს გზაც კანონის ფარგლებშია”, - განაცხადა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფულით 1200-დე მუსიკოს-შემსრულებელი, 270-მდე მომსახურე პერსონალი, სხვადასხვა სახის საახალწლო ბუტაფორია და 50-მდე კონცერტი და აქტივობა დაფინანსდება.

























